ამნისტია ყველასთვის გარდა პოლიტიკური ფიგურებისა. ოპოზიცია "ქართულ ოცნებას" გავრილოვის სისხლიანი ღამის დანაშულზე ამნისტიის საკუთარ ვერსიას სთავაზობს. პროექტი გულისხმობს ბრალდების გაუქმებას ყველასთვის, ყველაფრისთვის და ყოველთვის - გარდა გადაწყვეტილებების მიმღები და ბრძანების გამცემი პირებისა.
დათანხმდება თუ არა "ქართული ოცნება" ამნისტიის კანონის ოპოზიციურ ვერსიას? პროექტი უკვე რეგისტრირებულია და საინტერესო დეტალებს შეიცავს. როგორ გადაჭრეს იურისტებმა მორალური დილემა? რეალურია თუ არა ამნისტიის ამ მოდელის მიღებით თან პოლიტპატიმრების გათავისუფლება და სისხლიანი გავრილოვის ღამის ბრძანების გამცემების დასჯის გარანტიის შენარჩუნება? დღის მთავარ გამოშვებაში - რა წერია მთავარ პოლიტიკურ ინიციატივაში და რა შეიძლება არ მოეწონოს "ქართულ ოცნებას ამნისტიის პროექტში?
იხილეთ ასევე: