მათი დუმილი გამაოგნებელია - სამოქალაქო აქტივისტები საპარლამენტო ოპოზიციაზე

გამოქვეყნდა:

იურიდიული კომიტეტის მიერ სანქციების გამკაცრებასთან დაკავშირებული კანონპროექტის მხარდაჭერას სამოქალაქო აქტივისტები განცხადებით ეხმაურებიან:

"დღეს პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით კიდევ უფრო გაამკაცრა სანქციები სიტყვისა და გამოხატვის უფლების რეალიზებისთვის. 2019 წლის 20 ივნისის შემდეგ, დღემდე ასობით სამოქალაქო აქტივისტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი შაბლონური მუხლით - წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის გასამართლდა. სამოქალაქო აქტივისტების დიდ ნაწილს ათობით ათასი ლარის ჯარიმა აქვს დაკისრებული, ბევრ მათგანს ყადაღა აქვს დადებული, ბევრი ჩვენგანი არაერთხელ იყო ადმინისტრაციული წესით დაკავებული.

ჩვენთვის ხელისუფლების მხრიდან რეპრესიული მექანიზმის გაძლიერება გასაკვირი არ არის, თუმცა გამაოგნებელია კრიზისის დაძლევის და პოლარიზაციის დასრულების მოტივით პარლამენტში შესული ოპოზიციის სრული დუმილი. აღმაშფოთებელია იმ პოლიტიკოსების დუმილი, რომელთა გვერდითაც თითოეული ჩვენგანი 2 წლის განმავლობაში იბრძოდა. ჩვენ არ მოგვისმენია მათი არც ერთი კრიტიკული განცხადება. ამ ნაბიჯით პარლამენტში შესულმა ოპოზიციამ არა მხოლოდ უარი თქვა ჩვენი, სამოქალაქო აქტივისტების უფლებების დაცვაზე, არამედ პროტესტი არ გამოხატა ადამიანის ფუნდამენტური კონსტიტუციური უფლებების - სიტყვის, გამოხატვისა და შეკრების უფლების კიდევ უფრო შეზღუდვის შესახებ, რაც საპარლამენტო ოპიზიციის მხრიდან კიდევ უფრო გამაოგნებელი ნაბიჯია", - ნათქვამია აქტივისტების განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ: 

  • მოძრაობა ''შეცვალე''
  • ''დემოკრატიული მომავლისთვის''
  • ''მოძრაობა საქართველოსთვის''
  • ''ალტერნატივა''
  • შუშანა მაცაბერიძე - სამოქალაქო აქტივისტი
  • თამთა გოგოლაძე - სამოქალაქო აქტივისტი

იხილეთ ასევე:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი