მასშტაბური ანტიტერორისტული სპეცოპერაცია საფრანაგეთში - ელზასის რეგიონში დაკავებული 8 მოქალაქიდან 2 საქართველოშია დაბადებული. ფრანგულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულებს კავშირი ჰქონდათ ტერორისტულ ორგანიზაციებთან და მათ შორის, სირიაში მყოფ ისლამისტ მებრძოლებთან.
გამოძიება მათ ტერორიზმის წახალისებასა და დაფინასებას ედავება. ალაუდინ გაურგაშვილი და გია ქავთარაშვილი წარმოშობით პანკისის ხეობიდან, სოფელ დუსიდან არიან. მათ მშობლიურ სოფელში დაკავების ფაქტს არ უარყოფენ, თუმცა, დაკავებულების ნათესავები "მთავარ არხთან" აგრესიულობით გამოირჩეოდნენ.
ავტორი: ია გულიაშვილი