
საფრანგეთში ტერორისტული ორგანიზაცია "წითელი ბრიგადის" 7 ყოფილი წევრი დააკავეს. იტალია მათ დაკავებას დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა, თუმცა ჯგუფის წევრებმა თავი საფრანგეთს შეაფარეს.
დაკავებულთა შორის, 5 კაცი და ორი კი ქალია. ისინი იტალიაში 1970-1980-იან წლებში ჩადენილი დანაშაულისთვის წარსულში ნასამართლევი იყვნენ.
დაკავებულთა შორის არიან, მარინა პეტრელა, რობერტა კაპელი, სერხიო ტორნახი, ენზო ცალვიტი, ჯიოვანა ალიმონტი, ნარცისო მაენტი, ჯოროჯო პიეტროსტეფანი.
საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ოფისმა განაცხადა, რომ დაპატიმრებები იტალიასა და საფრანგეთს შორის თვეების განმავლობაში ჩატარებულ დისკუსიებს მოჰყვა. იტალიის პრემიერმინისტრი, მარიო დრაგი, რომელმა თანამდებობა თებერვალში დაიკავა მიესალმა საფრანგეთის ქმედებას.
პარიზის პროკურატურამ განაცხადა, რომ შეისწავლიან ექსტრადიციის შესახებ იტალიის ნებისმიერ თხოვნას.