რუსეთს მოვუწოდებ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღევა შეწყვიტოს - ლანდსბერგისი

გამოქვეყნდა:

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისი სოფელ ოძისში ჩავიდა, სადაც საოკუპაციო ხაზთან არსებულ სიტუაციას გაეცნო. მან რუსეთს საქართველოს ტერიოტირული მთლიანობის დარღვევის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

"მოვინახულეთ ადმინისტრაციული საზღვარი ოძისთან. რუსეთის მხრიდან მუდმივი უკანონო ბორდერიზაციისა და მძიმე სამხედრო ინვესტიციების მოწმე გავხდი. ძლიერ მხარდაჭერას ვუცხადებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას (EUMM). რუსეთს მოვუწოდებ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღევა შეწყვიტოს", - წერია Twitter-ის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ოფიციალური შეხვედრები თბილისში გუშინ, 28 აპრილს დაიწყო. ის შეხვდა პრემიერს, პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს. ლანდსბერგისი საქართველოს დღეს დატოვებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი