
ნიკა მელიას სასამართლო პროცესის გადადებას მისი თანაგუნდელი გიორგი ხვედელიანი გამოეხმაურა. როგორც ის ამბობს, პროცესის გაგრძელებას დღეს, აზრი არ ჰქონდა;
დღეს სასამართლო იღებს პოლიტიკურ დაკვეთებს, დღეს ამ პროცესის გაგრძელებას არანაირი აზრი არ ჰქონდა, იმიტომ რომ პოლიტიკური მომენტები არის კიდევ უფრო მეტად გამოსაკვეთი, აქედან გამომდინარე, ადვოკატმა დააყენა შუამდგომლობა, რომ პროცესი გადაიდოს. ჩვენ ვერანაირ აზრს იქ ყოფნისას ვერ ვხედავთ და მოვედით იქ, სადაც არის ნიკა მელია, რომ გავამხნევოთ და გადავცეთ ის რეალობა, რომელსაც ჩვენ საზოგადოებაში ვგრძნობთ, ეს არის მხარდაჭერა უპირობო და ცალსახა ნიკა მელიას მიმართ." თქვა ხვედელიანმა