
ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი პლენარულ სხდომაზე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ როდესაც საქმე რუსეთის მთავრობასა და პუტინის რეჟიმს ეხება, შეუძლებელია გულუბრყვილოები ვიყოთ.
მისივე განცხადებით, პუტინმა უმიზეზო თავდასხმებზე დაიჩივლა მაშინ, როცა საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქალაქეებს რუსული პასპორტების აღებას აიძულებენ.
"ბოლო ყოველწლიური მიმართვის დროს პრეზიდენტმა პუტინმა ზოგიოერთი სახელმწიფოს მხირდან რუსეთზე უმიზეზო თავდასხმების შესახებ დაიჩივლა. პრეზიდენტმა ეს განცხადება მაშინ გააკეთა როდესაც უკრაინის აღმოსავლეთ საზღვებთან და ანექსირებულ ყირიმში 150 ათასი რუსი სამხედრო ჰყავდა მობილიზებული, როდესაც ალექსეი ნავალნი პუტინის ციხეში საკუთარი სიცოცხლისთვის იბრძოდა, მაშინ როდესაც ჩეხეთმა რუსეთის სამხედრო სამსახურსა და იმ დანაშაულს შორის კავშირი გამოაშკარავა, როემლსაც 2 ადამიანი ემსხვერპლა, ლადიმერ პუტინმა ეს განცხადება მაშინ გააკეთა როდესაც უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ უკრაინელებს რუსული პასპორტების აღებას აიძულებენ, ზუსტად ისევე როგორც ეს საქართველოსა და მოლდოვაში შემთხვევაში ხდება, როდესაც ევროპული დემოკრატია და არჩვნები მუდმივ რუსულ თავდასხმებს, ჩარევას და დეზინფორმაციებს განიცდის, როდესაც რუსეთის მოქალაქეებს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებას არ აძლევენ.
პრეზინდენტო პუტინ, ჩემს მიერ ჩამოთვლილი მიზეზები ნუთუ საკმარისი არ არის იმისთის რომ რუსეთს სანქციები დაუწესდეს და გავაკრიტიკოთ ?! კოლეგებო, როდესაც საქმე რუსეთის მთავრობასა და პუტინის რეჟიმს ეხება, შეუძლებელია გულუბრყვილოები ვიყოთ", - თქვა ვიოლა ფონ კრამონმა.
ამავე სხდომაზე უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების რუსეთის ზეწოლას წინ უნდა აღუდგნენ და რეფორმები გაატარონ.