"უცნობის" "და-ძმების" მორიგი "მდუმარე შეკრება" - მოსამართლემ გაჩეჩილაძეს არ დაუჯერა

გამოქვეყნდა:

გია გაჩეჩილაძემ დღეს  "ძმებისა და დების მდუმარე შეკრება" დაგეგმა და ჩაატარა, თუმცა ამჯერად აქციის მასშტაბიც შემცირდა და ხალხის რაოდენობაც.

"უცნობმა" და მისმა რამდენიმე მხარდამჭერმა საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზში გადაინაცვლეს. მზად იყვნენ ვახო სანაიაზე თავდამსხმელებისთვის გირაოც გადაეხადა და თავდებშიც დადგომოდნენ, მაგრამ მართლმსაჯულებისთვის "უცნობის" სიტყვები დამაჯერებელი არ აღმოჩნდა.

გია გაჩეჩილაძე სხდომათა დარბაზიდან უარით გამოუშვეს. ჟურნალისტზე მოძალადეები კი წინასწარ პატიმრობაში დატოვეს.

"აი იას" და "მარადისობის დღის" დამფუძნებელი დაკავებულებს მედიაპატიმრებს კი ეძახის, თუმცა 3 პირს რეალურად გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას ედავება.

უცნობი და მისი მოძრაობა კი იმ სისტემას უპირისპირდება, რომელმაც ჟურნალისტზე თავდამსხმელი 3 პირი, ციხეში გაუშვა.

ვახო სანაიაზე თავდასხმის საქმეზე მორიგი სხდომა 19 მაისს გაიმართება. მორიგი განხილვის დროს, არ არის გამორიცხული სასამართლოს და მხარეთა შეკითხვებს დაზარალებულმა ჟურნალისტმა უპასუხოს.

ამავე თემაზე:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი