"გირჩის" წევრის და პარლამენტის დეპუტატის, იაგო ხვიჩიას აზრით, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვეტო უნდა დაადოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში მიღებულ ცვლილებებს. პარლამენტმა კანონპროექტს მხარი გუშინ დაუჭირა.
"პრეზიდენტმა ვეტო უნდა დაადოს პრეზიდენტ შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთების საწინააღმდეგოდ მიღებულ ცვლილებებს საბჭოთა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში.
მას, როგორც მოლაპარაკების მონაწილეს და მასპინძელს, ამის მორალური უფლებაც აქვს და ვალდებულებაც", - წერს იაგო ხვიჩია.
შეგახსენებთ, რომ სანქციების გამკაცრების შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა. კანონს რეპრესიულად აფასებენ არასამათავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციის ნაწილი. ცვლილებების მიღება გააკრიტიკა ამერიკის საელჩომაც.