ნუ უკავშირებთ წვრილმან ხულიგნობას ადამიანის ნების გამოხატვას - ქადაგიშვილი გამკაცრებულ კანონზე

გამოქვეყნდა:

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, დარღვევაზე სანქციები ორმაგდება, განპირობებული იყო იქიდან, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო. 

როგორც ქადაგიშვილი ამბობს, სიტყვის თავისუფლება ხულიგნობაში არ უნდა აგვერიოს და "თუ შევადარებთ იმ პრაქტიკას, რაც დასავლეთის ქვეყნებში არის, ვნახავთ, რომ ჩვენი კანონმდებლობა ამ მხრივ ერთ-ერთი ყველაზე ლოიალური და რბილია".

"უნდა იცოდეთ, რომ ეს ცვლილებები გამოწვეული არის იქიდან, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება და პარლამენტს დაევალა ცვლილებების განხორციელება. ნუ უკავშირებთ წვრილმან ხულიგნობას ადამიანის ნების გამოხატვას. თქვენ თუ თვლით, რომ წვრილმანი ხულიგნობა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არის თავისუფალი ნების გამოხატვის ფორმა, დღეს საქართველოში, ვფიქრობ, რომ ძალიან ცუდი წარმოდგენა გქონიათ ადამიანის თავისუფალი ნების გამოხატვაზე, პროტესტის გამოხატვაზე, სიტყვის თავისუფლებაზე და ა.შ", - თქვა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და დაამტკიცა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, დარღვევებზე სანქციები ორმაგდება.

ამავე თემაზე:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი