დელიში კრემაციისთვის ადგილები იწურება

გამოქვეყნდა:

ინდოეთში კორონავირუსის პანდემიის გამო მდგომარეობა ისევ რთულდება - დელიში ოფიციალური პირები იძულებულები არიან იპოვონ მეტი ადგილი კრემაციისთვის, რადგან ქალაქის მორგები და კრემატორიუმები გადატვირთულია. 

პანდემიის მეორე ტალღის პირობებში, ხუთშაბათს ქვეყანაში კორონავირუსის 386 452 ახალი შემთხვევა დადასტურდა - რაც ყველაზე დიდი ერთდღიანი ზრდაა მსოფლიოს მასშტაბით. ბოლო 24 საათში 3 500 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის დელიში თითქმის 400 - რაც დედაქალაქისთვის, ასევე რეკორდული მაჩვენებელია. 

ქვეყანაში ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 18 მილიონი გადააჭარბა.

პარასკევს, ამერიკამ ინდოეთს გადაუდებელი სამედიცინო მარაგების პირველი ნაწილი გაუგზავნა - თითქმის ერთი მილიონი სწრაფი ტესტი და 100 000 ნიღაბი. კვირის დასაწყისში სასუნთქი აპარატები ინდოეთს ბრიტანეთმა გაუგზავნა, მაგრამ ქვეყნის მასშტაბით ჟანგბადის მარაგებისა და საწოლების დეფიციტი მაინც მთავარ პრობლემად რჩება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი