შეიძლება ექიმმა უთხრა, ვინც ცეკვავს, ავადმყოფობა იმაზე არ გადადისო – ბუბა კიკაბიძე ივანიშვილზე

გამოქვეყნდა:

შეიძლება ექიმმა უთხრა, რომ ვინც ცეკვავს, იმაზე არ გადადის ეს ავადმყოფობა – ასე ეხმაურება მომღერალი ბუბა კიკაბიძე ბიძინა ივანიშვილის TikTok-ზე გამოჩენას.

"მთავარ აქცენტებში" ბუბა კიკაბიძემ განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია, რომ პანდემიის ფონზე, ბიძინა ივანიშვილი გაუჩინარდა და მოქალაქეებს არ მიმართა.

ხალხია ნაწყენი, ვინც მაგას ელოდებოდა და ხელი აუწია. ის უნდა გამოდიოდეს და ორ სიტყვას ელოდებოდეს ხალხს. ჯერჯერობით, რასაც მისები ლაპარაკობენ, არაფერი შესრულებული არ არის და არც შესრულდება, ამიტომ, ჩემზე ძალიან იმოქმედა, - ამბობს ბუბა კიკაბიძე.

ბიძინა ივანიშვილი საქართველოში კორონავირუსის ეპიდემიის დროს არ გამოჩენილა და არც ვიდეომიმართვა გაუვრცელებია. ერთადერთი კადრი, სადაც მისი ხილვა შეიძლებოდა, ბერა ივანიშვილის TikTok-ზე დაიდო - მამა-შვილი იქ, ხეების ფონზე ცეკვავდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი