ტყიბულში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული მამაკაცი თავისუფალია. ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტით, ზაზა ჩაფიძეს ზაურ სოფრომაძე არ მოუკლავს, არადა შსს-მ რამდენიმე თვის წინ, საქმე გახსნილად გამოაცხადა.
26 თებერვალს ჩაფიძემ საპყრობილეში პროტესტის ნიშნად, თვითდაზიანებებიც მიიყენა. ის და მისი ოჯახი ამტკიცებდნენ, რომ დანაშაული, რომელსაც ჩაფიძეს ედავებოდნენ, რეალურად სხვისი ჩადენილია.
ჩაფიძის ოჯახის წევრები დარწმუნებული არიან, რომ ტყიბულში დანაშაული პოლიციის მაღალჩინოსნებმა ჩაიდინეს და ქუჩაში გამვლელი, უდანაშაულო ადამიანი დააკავეს
"რეალური მკვლელი დღეს დადის ქუჩაში და ტყიბულის პოლიციის მაღალჩინოსანია" - ამბობს გამართლებული ზაზა ჩაფიძის მეუღლე
საქმის განხილვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 9 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.