უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, საბჭო კოვიდპასპორტის მქონე პირებისთვის გარკვეული რეგულაციების მოხსნაზე მუშაობს.
მისივე თქმით, განისაზღვრება კონკრეტული ღონისძიებები, რომლებიც ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების შემთხვევაში ადამიანებზე არ გავრცელდება.
"საბჭო, ცხადია, მუშაობს იმ მიმართულებით, რომ განსაზღვროს რეგულაციები, რომლებიც მომავალში არ შეეხება პირებს, რომელთაც ვაქცინაციის სრული კურსი ექნებათ ჩატარებული. მოგეხსენებათ, აღნიშნულ პერიოდში მიმდინარეობს ვაქცინაციის მეორე ეტაპი და შესაძლოა, ამ კონკრეტული მომენტისთვის ცოტა ნაადრევი იყოს ზუსტი ღონისძიების ჩამონათვალის განსაზღვრა, თუმცა საბჭო, ცხადია, მუშაობს იმ მიმართულებით, რომ განსაზღვროს რეგულაციები, რომლებიც მომავალში არ შეეხება პირებს, რომელთაც ვაქცინაციის სრული კურსი ექნებათ ჩატარებული", - ამბობს ღიბრაძე.