გახდება თუ არა თვითმმართველობის არჩევნები და თბილისის მერობის კანდიდატი ოპოზიციაში განხეთქილების მიზეზი. პირველი განაცხადი უკვე გაკეთებულია - მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის დიდ ნაწილს ნიკა მელიას გათავისუფლებამდე ამ საკითხზე ტაიმ-აუტი აქვს აღებული, "სტრატეგია აღმაშენებელი" პარტიის საარჩევნო სტრატეგიაზე ღიად საუბრობს.
გიორგი ვაშაძე დაუფარავად ამბობს, რომ უნდა ჩამოყალიბდეს მესამე ძალა და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატის ირგვლივ გაერთიანება მის გეგმებში არ შედის. პარალელურად, ცნობილი ხდება როგორ დასრულდა ამ ეტაპზე შიდა კლანური დაპირიპირება "ქართულ ოცნებაში". სახელისუფლებო პარტიის მერობის კანდიდატი ისევ კახა კალაძე იქნება.
იხილეთ ასევე: