
კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, საქართველოს დასავლელი პარტნიორების მხრიდან ყურადღების ცენტრშია საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, 8 მარტს მიღწეული შეთანხმება. ევროპა საქართველოს მთავრობას საკონსტიტუციო შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებს.
ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსი წერილით საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს და მხარს უჭერს საქართველოში მრავალპარტიული პარლამენტის შექმნას. ევროპელი დეპუტატი გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას საქმეებს პოლიტიკურად მოტივირებულად აღიქვამს.
ევროპელ პარტნიორებს სჭირდებათ ნათელი დადასტურება, რომ მიღწეულია პროგრესი, რათა უზრუნველყოფილი იყოს აუცილებელი პირობები 2020 წლის არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ჩასატარებლად", - წერს ანდრიუს კუბილიუსი საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნებს.
ქართული ოპოზიცია ამბობს, რომ მიღწეული შეთანხმების პირობების შეუსრულებლობა ცუდად იმოქმედებვს როგორც ხელისუფლების, ასევე ქვეყნის იმიჯსა და რეპუტაციაზე:
კიდევ ერთი თავს ლაფს დასხმა ქართული ოცნების ხელისუფლების, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთ წერილს არ მოიწერებოდა ასეთი გავლენიანი დეპუტატი" - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის წევრი გია ბარამიძე
წერილი კარგად ასახავს იმ დამოკიდებულება, იმ შეშფოთებას და იმ ყურადღებას, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა უთმობს საქართველოს. არ შესრულება მძიმედ აისახება როგორც შიდა პოლიტიკურ პროცესზე, ისე საერთაშორისო რეპუტაციაზე"- ამბობს "ევროპული საქართველოს" წევრი გიგი წერეთელი