COVID 19-ის ვაქცინების სასტიკად მოწინააღმდეგე კენიელი ექიმი ვირუსის მსხვერპლი გახდა. მისი განცხადებით, აცრები „სრულიად არასაჭირო“ იყო.

დოქტორი სტივენ კარანჯა, კენიის კათოლიკი ექიმების ასოციაციის ხელმძღვანელი ჰიდროქსიქლოროქინითა და ორთქლის ინჰალაციით მკურნალობას უწევდა რეკომენდაციას. ის კოვიდის ვაქცინების უსაფრთხოებაზე კათოლიკურ ეკლესიასაც კი დაუპირისპირდა.

ჯანდაცვის სპეციალისტებმა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ მისი განცხადებები სრულად უარყო. 

კენიაში განაწილებული ვაქცინის უსაფრთხოება დადასტურდა არა მარტო ჯანმოს მკაცრი პროცესებით, არამედ სხვა რამდენიმე მარეგულირებელი კომისიის მიერაც, - თქვა ჯანმომ მარტში.

კენიამ Covax პლატფორმიდან მილიონ დოზაზე მეტი ვაქცინა მიიღო, რომელთა უმეტესობის ადმინისტრირება უკვე დასრულდა. ქვეყანას 160 000 დადასტურებული შემთხვევა და 2707 დაღუპული ჰყავს. მარტში შემთხვევების ზრდასთან ერთად მთავრობამ ლოქდაუნის ახალი სერიები გამოაცხადა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი