როდის დატოვებს ციხეს ნიკა მელია - ადვოკატის განმარტება

გამოქვეყნდა:

დღეს, 2 მაისს, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, ნიკა მელია საპატიმროს ოთხშაბათს, 5 მაისს დატოვებს. როგორც ენმ-ის დაკავებული თავმჯდომარის ადვოკატმა დიტო საძაგლიშვილმა "მთავარ არხთან" განმარტა, სამშაბათს ადვოკატები მასთან ციხეში მართლაც შევლენ, თუმცა არანაირ დოკუმენტზე ხელმოწერა არ იგეგმება. 

ჩვენ სამშაბათს ნამდვილად ვაპირებთ შესვლას ნიკა მელიასთან, ოღონდ არა იმის გამო, რომ მან გირაოზე თანხმობის დოკუმენტს უნდა მოაწეროს ხელი, მსგავსი პროცედურა, გირაოზე დათანხმების არც ადრე არსებობდა აქამდე, არც ახლა არსებობს, არც მომავალში იარსებებს. ეს არის უბრალოდ მორიგი ვიზიტი ჩვენ მას თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ვეკონტაქტებით, შევდივართ შევდივართ მასთან და ასეთ რეჟიმში მოხდება ჩვენი შესვლა სამშაბათს ნიკა მელიასთან და არა იმ მიზნით რომ რაიმე თანხმობაზე ან რაიმე დოკუმენტზე უნდა მოხდეს ხელმოწერა. 

რაც შეეხება ნიკა მელიას გათავისუფლების საკითხს, ნიკა მელია დააპატიმრა ხელისუფლებამ, შესაბამისად ხელისუფლების ხელშია იმ საკნის გასაღები, რომელშიც ნიკა მელიაა დაპატიმრებული. დარწმუნებული ვარ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებას არ სურს მელიას გათავისუფლება, მას მაინც მოუწევს ამ ნაბიჯის გადადგმა და იძულებული გახდება, რომ უახლოეს მომავალში გაათავისუფლოს პოლიტიკური ტყვეობიდან, - ამბობს დიტო საძაგლიშვილი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი