მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ - სტრასბურგმა 2 საჩივარი წარმოებაში მიიღო

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ოცნების ხელისუფლებას სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში უჩივის.

ევროსასამართლომ წარმოებაში მიიღო ორი საჩივარი და განსახილველად ემზადება.  საქართველოს მესამე პრეზიდენტის საჩივარი სისხლის სამართლის ორ საქმეს ეხება - ერთი ვალერი გელაშვილის ცემის, მეორე კი შეწყალების საქმეს.​

სტრასბურგის სასამართლომ უნდა დაადგინოს, იყო თუ არა პოლიტიკურად მოტივირებული მიხეილ სააკაშვილი წინააღმდეგ აღძრული საქმეები.

იუსტიციის სამინისტროში სტრასბურგიდან უკვე გადმოგზავნეს კითხვები - ევროსასამართლოს აინტერესებს, დაირღვა თუ არა კონვენციის მე-6 მუხლი, რაც გულისხმობს სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას, ასევე - დაირღვა თუ არა კონვენციის მე-18 მუხლი, რასაც სტრასბურგი ძალიან იშვიათად ადგენს. და საქართველოსთან მიმართებაში ამ მუხლის დარღვევა მხოლოდ ვანო მერაბიშვილის საქმეზე აქვს დადგენილი.

მე-18 მუხლის დარღვევა ნიშნავს, რომ სისხლის სამართლის გამოძიებები პირის პოლიტიკური ნეიტრალიზაციისთვის იწყება.

საქართველოს ხელისუფლებას მოუწევს პასუხი გასცეს კონვენციის მე-7 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით დასმულ კითხვასაც, რაც საკმაოდ იშვიათი შემთხვევა.

აღნიშნულ კითხვას ევროსასამართლო ე.წ. შეწყალების საქმესთან დაკავშირებით სვამს. იმის გამო, რომ შეწყალება დანაშაული არაა და ის პრეზიდენტის დისკრეციაა, ისმის კითხვა - როცა არ არსებობს დანაშაული, როგორ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ?!

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სარჩელებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს გასულ წელს მიმართა. ადვოკატების ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებისგან კომპენსაცია არ ითხოვს და მას უბრალოდ სურს დადგინდეს სიმართლე 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი