სომხეთის პარლამენტმა პრემიერის თანამდებობაზე ფაშინიანის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა

გამოქვეყნდა:

სომხური მედიის ინფორმაციით, სომხეთის პარლამენტმა დღევანდელ საგანგებო სხდომაზე პრემიერმინისტრის პოსტზე ნიკოლ ფაშინიანის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა. 

ფაშინიანის კანდიდატურას მხარი დაუჭირა მხოლოდ ერთმა დეპუტატმა, 3 წინააღმდეგი იყო, 75-მა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.

თუკი დეპუტატები პრემიერმინისტრის კანდიდატს კენჭისყრის მეორე რაუნდშიც, ერთ კვირაში, არ აირჩევენ, პარლამენტი დაიშლება და ვადამდელი არჩევნები ოფიციალურად დაინიშნება.

შეგახსენებთ, ნიკოლ ფაშინიანმა პრემიერმინისტრის თანამდებობა 25 აპრილს დატოვა. მიზეზი 20 ივნისს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებია. ამ დროის განმავლობაში ის აგრძელებს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შესრულებას. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი