ევროკომისია ევროკავშირის წევრ ქვეყნებს სთავაზობს, რომ სრულად ვაქცინირებული პირებისთვის არასაჭირო შეზღუდვები მოხსნან. კერძოდ, ევროკომისია წინადადებით გამოდის, რომ ევროკავშირში შესვლის უფლება მისცენ იმ ადამიანებს, რომლებმაც ევროკავშირის მიერ ავტორიზებული რომელიმე ვაქცინის ბოლო დოზა გაიკეთეს:
"დღეს ევროკომისია გთავაზობთ, რომ წევრმა სახელმწიფოებმა ევროკავშირში არასაჭირო შეზღუდვები შეამსუბუქონ, რათა გაითვალისწინონ მსოფლიოში ვაქცინაციის კამპანიის მიმდინარეობა. ევროკომისია წინადადებით გამოდის, რომ ევროკავშირში შესვლის უფლება მისცენ არა მხოლოდ, იმ ქვეყნებიდან შემოსულ პირებს, სადაც კარგი ეპიდვითარებაა, არამედ იმ ადამიანებსაც, რომლებიც ევროპის მიერ ავტორიზებული ვაქცინის ბოლო დოზა აქვს გაკეთებული",- ნათქვამია განცხადებაში.
ევროკომისიის განცხადების თანახმად, ეს წესი შეიძლება გავრცელდეს იმ ვაქცინებზეც, რომლებმაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში გადაუდებელი გამოყენების უფლების მინიჭებაზე, შესაბამისი პროცედურა გაიარეს.