"მთავარი ნაბიჯი გადადგმულია, საქმე მიღებულია წარმოებაში" - მიხეილ სააკაშვილი სტრასბურგში შეტანილ სარჩელებზე

გამოქვეყნდა:

"მთავარი ნაბიჯი გადადგმულია, საქმე მიღებულია წარმოებაში", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სტრასბურგში შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით, "მთავარ არხთან" საუბრობს. 

მე ვარ სპეციალისტი ამ კონვენციის, იმიტომ რომ თავის დროზე ვიყავი პირველი აღმოსავლეთ ევროპელი, რომელმაც მიიღო დიპლომი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოსთან არსებულ საგამოძიებო კომისიაში, ადამიანის უფლების სამართალში. აქედან გამომდინარე, მე ზუსტად ვიცი, რატომ დასჭირდა ამდენი წელი ამ ყველაფრის წარმოებაში მიღებას - იმიტომ რომ უნდა ამოწურულიყო შიდა დაცვის ყველა საშუალება. ახლა მთავარი ნაბიჯი გადადგმულია, საქმე მიღებულია წარმოებაში, მაგრამ საბოლოო ჯამში, ორი კატეგორიის ხალხსი არსებობს საქართველოში - ერთი, ვინც იცის, რომ თავიდანვე ეს საქმეები იყო ბლეფი, ყალბი და არ უნდა დაწყებულიყო, მაგრამ მეორე, ვინც გულის სიღრმეში მაინც იცის, რომ საქმეები მთლიანად ფუყეა, უსამართლოა, მაგრამ იმდენად უნდა ჩემი მოშორება, რომ მზად არის, ამ უსამართლობაზე დახუჭოს თვალი.

ეს მეორე კატეგორია აბსოლუტურ უმცირესობაშია, მიუხედავად იმისა, როდის გამოიტანს სტრასბურგი საბოლოო გადაწყვეტილებას, როგორ გადაწყვეწტილებას და მე მაქვს სიმართლის დაგენის იმედი. ბოლო გადაწყვეტილებების და სიმართლის დადგენის შემდეგ და მე ყველანაირად ვიქნები ჩვენი ხალხის გვერდით ამ გადამწყვეტ ეტაპზე ჩვენი ბრძოლის. ვინაიდან ახლა ჩემ პირად საქმეზე, ჩემ უსაფრთხოებაზე და სიცოცხლეზე მაღლა დგას საქართველოს გადარჩენის საკითხი, - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი