მიხეილ სააკაშვილის სარჩელები სტრასბურგში და კონვენციის დარღვეული მუხლები - იურისტების განმარტება 

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სარჩელს სტრასბურგში, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, იურისტები აფასებენ და ამბობენ, რომ გამამტყუნებელი განაჩენი რეალურ მტკიცებულებებს არ ეფუძნება.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით, ხელისუფლების მოტივაცია ყოფილი პრეზიდენტის პოლიტიკური პროცესებიდან ჩამოცილება იყო.

"მიიღეს გამამტყუნებელი გადაწყვეტილებები, რითიც პრაქტიკულად შეუზღუდეს მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკური საქმიანობის განხორციელება საქართველოში. შესაბამისად, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ მე-6 მუხლი დაირღვა კონვენციის, ეს ცალკე აღებულად არ უნდა განვიხილოთ, ბუნებრივია მოტივაცია არსებობდა მისი პოლიტიკური პროცესებიდან განრიდების, შესაბამისად, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ მის მიმართ დარღვეულ იქნა მე-18 მუხლი. ანუ მისი გამამტყუნებელი განაჩენი არ ეფუძნება რეალურ მტკიცებულებებს, იქ არ არის პირდაპირი მტკიცებულებები, იქ არის ძირითადად მხოლოდ მხოლოდ ირიბი ჩვენებები, ამის საფუძველზე დადგა უკანონო განაჩენი", - თქვა გიორგი ჩივიაშვილმა.

იურისტ, დიმიტრი საძაგლიშვილის შეფასებით, საქართველოს მთავრობისთვის გამოგზავნილ წერილში სტრასბურგის სასამართლო საკმაოდ მძიმე კითხვებს სვამს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილებმა მე-18 მუხლზე, რომელის დარღვევასაც სტრასბურგი საკმაოდ იშვიათად ადგენს.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი "ოცნების" ხელისუფლებას სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში უჩივის. ევროსასამართლომ წარმოებაში მიიღო ორი საჩივარი - ვალერი გელაშვილის ცემის საქმე და მეორე, შეწყალების საქმე.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი