ინდოეთში კორონავირუსი შემთხვევებმა 20 მილიონს გადააჭარბა. ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 355,000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. ინდოეთში ვირუსის მეორე ტალღაა, რამაც ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას მძიმე პრობლემები შეუქმნა.
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ინდოეთში კორონავირუსის 20 282 833 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 222,408 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელბულია 16,613,292.
ბრიტანული გამოცემა BBC-ის ინფორმაციით, ინდოეთში ტესტირებების რაოდენობამ იკლო, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა კორონავირუსის მაჩვენებელი გაცილებით მაღალია.
რაც შეეხება ინდოეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობას, საერთო რაოდენობამ 222, 000-ს გადააჭარბა. თუმცა BBC-ის ცნობით, ექსპერტები ამბობენ, რომ ოფიციალური მონაცემები საეჭვოა.