მელია თავისი გუნდის და ბელადის მსხვერპლია, ცოტნე დადიანობას თამაშობდა - ზარქუა

გამოქვეყნდა:

"მელია არის ჩვეულებრივი მსხვერპლი თავისი გუნდის და თავისი ბელადის. გირაოს არ გადახდის გამო დააპატიმრეს, მერეც კი იყო შეთავაზება, რომ თუ ადვოკატები მოითხოვდნენ, მას შეეფარდებოდა გირაოს გადახდა და ისე გამოვიდოდა, იმაზეც უარი თქვა და თითქოს რაღაც ცოტნე დადიანობას თამაშობდა. 

გაიჭედა, თავის სიტყვებში გაიჭედა, პრინციპებში გაიჭედა. მარტივია, გადაიხადოს გირაო, დათანხმდეს იმ გირაოს, თავის ხელშია და პირდაპირ გამოვა".

თქვა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეზე, ნიკა მელიაზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი