გირჩი ღვანკითის გახსნას ითხოვს

გამოქვეყნდა:

გირჩი ღვანკითის გახსნას ითხოვს - შესაბამისი ვიდეო პარტიის ფეისბუქის გვერდზე რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა. 

შეგახსენებთ, რომ 23 აპრილს, დილის 6 საათიდან, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითი დაიკეტა. მიზეზი ახალგაზრდა მამაკაცის ინფიცირება გახდა. 

როგორც "მთავარ არხს" ზურაბ ჯაფარიძემ განუცხადა, სოფელ ღვანკითის დაკეტვა, ისევე როგორც საქართველოში სხვა ლოკაციების იზოლაცია, აბსოლუტურად გაუმართლებელი და უშედეგოა. 

ეს არის ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა, რომელსაც არანაირი შედეგი არ მოაქვს. ცირკი, რომელსაც მთავრობა აწყობს პერმანენტული თერმოსკრინინგის სახით, უნდა დასრულდეს, - ამბობს ჯაფარიძე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი