ეკონომიკური ექსპერტები თანხმდებიან, რომ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი და მძიმე ვითარებაა. მათი თქმით, ფასების ზრდა პროდუქტზე სიღარიბის მაჩვენებლის ზრდაზეც აისახება. ექსპერტები ამბობენ, რომ ამ ფონზე ნებისმიერი ფორმის შეზღუდვა, მათ შორის უქმე დღეები, უარყოფითად მოქმედებს ეკონომიკაზე.

"ყოველ ჯერზე ნებისმიერი ტიპის შეზღუდვები, რაც ხელისუფლებამ დააწესა, ამან გამოიწვია ეკონომიკის მკვეთრი ვარდნა, უმუშევრობის გაზრდა, სიღარიბის გაზრდა. მანამ სანამ არ მოიხსნება ყველა შეზღუდვა და ეს შეზღუდვების მოხსნა არ იქნება საკმარისი, იმიტომ რომ მაგალითად 2019 წელს ჩვენ შეზღუდვები არ გვქონდა, მაგრამ ქვეყნის ეკონომიკა ძალიან ცუდ დღეში იყო არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის გამო, რაც გვქონდა წინა წლების განმავლობაში. ამიტომ გარდა ამ შეზღუდვების მოხსნისა დამატებითი სტიმულებია საჭირო ეკონომიკას რომ მივცეთ და თითოეულ მოქალაქეს", - ამბობს ფინანსისტი, ზვიად ხორგუაშვილი.

ეკონომისტ, ოთარ აბესაძის თქმით, თუ ხელისუფლების პრირიტეტი მდიდარი, შეძლებული, ეკონომიკურად აქტიური ადამიანია, ის დამატებით შეზღუდვებს არ უნდა აწესებდეს.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 4 მაისს საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში ტურზიმისა და სტუმარ-მასპინძლობის სფეროში დასაქმებულებიც ჩაერთონ. ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი