კორონავირუსის ინდური შტამი საქართველოშია - ექსპერტები ხელისუფლებას სამოქმედო გეგმის შემუშავებისკენ მოუწოდებენ

გამოქვეყნდა:

კორონავირუსის ინდური შტამი საქართველოშია. ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები მთავრობას, სწრაფი გავრცელების თავიდან ასარიდებლად, სამოქმედო გეგმის დროული შემუშავებისკენ მოუწოდებენ.

საქართველო ინდურ შტამსაც ხვდება ისე, როგორც კოვიდის პირველ შემთხვევას, ისევ მოუმზადებელი, ისევ ჭორაობით, ისევ არაპროფესიონალიზმით. ყველაზე მთავარია, რომ პოლიტიკოსი იყოს პასუხისმგებლობიანი და მის სიტყვას ჰქონდეს ფასი და ეს არ უნდა იყოს სადღეგრძელო. შესაბამისად თუ რამეს იძახის პოლიტიკოსი ამის დამადასტურებელი წყაროს მითითება უნდა შეეძლოს. ჩემთან ეს ანალიზი არ ჩატარებულა, ლუგარში ეს ანალიზი არ ჩატარებულა, შესაბამისად, თუკი სადმე, მესამე პირმა რაიმე ანალიზი ჩაატარა საიდანაც დაადგინა შტამი, ეს მხოლოდ მისასალმებელია და უნდა შემოწმდეს ხარისხი, - ამბობს ენმ-ს წევრი, გიორგი ჩალაძე.

 ექსპერტის ჯანდაცვის საკითხებში, ვახტანგ სურგულაძის აზრითაც, პრობლემები კვლავ ბევრია და საქართველო ახალ შტამს ისევ მოუმზადებელი ხვდება.

პრობლემა ის არის რომ ისევ მოუმზადებლები ვართ, ისევ პრობლემა გვაქვს ადგილების - განსაკუთრებით თბილისში. რა მომზადებაზე ვსაუბრობთ როცა დღემდე ბევრ კლინიკას, რომელიც კოვიდს ებრძოდა იანვარში, დეკემბერში თანხები არ მიუღია კოვიდ მომსახურების, - ამბობს სურგულაძე

"ევროპული საქართველოს" წევრის, ვახტანგ კალოანის აზრით აუცილებელია ჯანდაცვის სისტემის სწრაფი მობილიზება, გადამოწმება და გამართული მუშაობა.

ამ კონკრეტულ ეტაპზე აუცილებელია დეტალური გეგმის არსებობა, ჰოსპიტალური საწოლების მობილიზების, პირველადი ჯანდაცვის მობილიზების, 112 და ოჯახის ექიმის კიდევ ერთხელ გადამოწმების და გამართული მუშაობისთვის. ძალიან ცუდი ტენდენციაა მცირედი, მაგრამ მატება გარდაცვლილთა რიცხვის, ამასაც კარგი ანალიზი და სწრაფი რეაგირება სჭირდება. სამწუხაროდ, ჩვენ ამის ნიშნებს ჯერ ვერ ვხედავთ, - ამბობს კალოიანი.

ინდური შტამის გავრცელებასთან დაკავშირებით ინფორმაცია პარლამენტის დეპუტატმა, ლადო კახაძემ გაავრცელა. მას მალევე გამოეხმაურა ამირან გამყრელიძე და თქვა, რომ ჯერჯერობით ლაბორატორიულად არ დასტურდება ინდური შტამი, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში ვირუსის ამ სახეობის მატარებელი ადამიანები არიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი