ვახტანგ გომელაური ჩინური ვაქცინა "სინოფარმით" აიცრა

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. შს მინისტრი, ჩინური ვაქცინა "სინოფარმით" აცრეს.

ვაქცინა მან ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში უწყების სხვა თანამშრომლებთან ერთად გაიკეთა.

დღესვე ვაქცინა უნდა გაიკეთოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მიმდინარე კვირაში ვაქცინაციის პროცესში მთავრობისა და პარლამენტის წევრები ჩაერთვებიან. გარდა ამისა, პრიორიტეტულ ჯგუფებად განისაზღვრა ტურიზმის და მასპინძლობის სექტორში დასაქმებული პირები, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები, კონტროლიორები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი