
შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ახალი ვებგვერდი, donaldjtrump.com შექმნა, სადაც თავის განცხადებებს, ფოტოებსა და ვიდეოებს გაავრცელებს.
ვებგვერდზე რამდენიმე განცხადება უკვე გამოქვეყნებულია, მისი პირველი პოსტი საიტზე 24 მარტით თარიღდება.
საიტის მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ განცხადებები დაალაიქონ და Facebook-სა და Twitter-ზე გააზიარონ, თუმცა მათ კომენტარების დაწერა არ შეეძლებათ.
ტრამპმა საკუთარი ვებ-გვერდის გაკეთება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ის Facebook-ზე, Instagram-სა, Youtube-ზე დაბლოკეს. სოციალურ ქსელში მისი დაბლოკვის მიზეზი ძალადობის წაქეზების საფრთხე გახდა.