შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის აზრით, 20 ივნისის ამნისტიის კანონპროექტი სამართლიანია და თუ ის "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას ეხება, მაშინ უფლებამოსილების გადამეტებაში ბრალდებულ პოლიციელებსაც უნდა შეეხოს.
"მე როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი ამნისტიებს უნდა ვეწინააღმდეგებოდე, ასე ვთქვთ, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული, მთელი ევროპის პოლიტიკოსები იყვნენ ჩართული, მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი გაიმართა, აქედან გამომდინარე გადაწყდა, რომ უნდა მიეღოთ ეს ამნისტია.
მე არ ვთვლი, რომ უსამართლოა, რომ პოლიციელებსაც ეხებათ, რა თქმა უნდა, არა იმიტომ, რომ შინაგან სქმეთა მინისტრი ვარ და აქედან გამომდინარე პოლიციელებს ვიცავ. მაშინ ასე შევხედოთ, ყველაზე მძიმე მუხლი ბატონ ნიკა მელიას აქვს მიყენებული, თუ ბატონ ნიკა მელიას უნდა შეეხოს ეს ამნისტია, უფრო მსუბუქ მუხლებს რატომ არ უნდა შეეხოს, კითხვას ვსვამ, ეს ხომ უსამართლობა იქნებოდა", - თქვა ვახტანგ გომელაურმა.
მისი თქმით, თვლის რომ ამნისტიის კანონპროექტი სამართლიანია. ამავე თემაზე: