შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში მიღებულ ცვლილებებს ეხმაურება და ამბობს, რომ "როცა აშავებ, უნდა დაისაჯო კიდეც". გომელაურის აზრით, კანონი, რომელსაც ცვლილებები შეეხო და სანქციები გამკაცრდა მანამდე ფაქტობრივად არ მუშაობდა.

"ადამიანი არღვევდა ათჯერ ამ კანონს 166-ე ან 173-ე მუხლს და შენიშვნით იფარგლებოდა ეს თემა. ეს ხდებოდა ხშირად და ახალისებდა ზოგზოგიერთებს. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, როცა აშავებ უნდა დაისაჯო კიდევაც.

მეც ვიქნები მოქალაქე, ჩემი შვილიც მოქალაქეა და ეს კანონი ყველაზე იმოქმედებს, არა მარტო, ამ შემთხვევაში როგორც ოპოზიცია ამბობს, ყველაზე იმოქმედებს, მათ შორის ჩემ შვილზე და ყველაზე", - თქვა ვახტანგ გომელაურმა. 

შეგახსენებთ, რომ სანქციების გამკაცრების შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მიიღო. ცვლილებების მიხედვით: 

  • წვრილმანი ხულიგნობის ჩადენისთვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ ამავე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 5-დღიდან 15 დღემდე ვადით.
  • სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავთა მოთხოვნისადი დაუმორჩილებლობა ან/და შეურაცხყოფა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით
  • ხოლო ამავე ქმედების განმეორებით ჩადენა - სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 3500 ლარიდან 4500 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7-დღიდან 15 დღემდე ვადით.
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი