
რუსეთის ქმედებებს შესაბამისი სახელი უნდა დაერქვას და მან ამისთვის პასუხი უნდა აგოს - წერს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი "ტვიტერზე".
"ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა რუსეთის ქმედებებს შესაბამისი სახელი დაერქვას, რუსეთს თავისი ქმედებებისთვის პასუხი უნდა ვაგებინოთ, ასევე, უნდა განვახორციელოთ მოსკოვზე ზეწოლა, რათა ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები შეასრულოს", - დაწერა ენტონი ბლინკენმა.
შეგახსენებთ, რომ ენტონი ბლინკენი და დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნების სხვა ლიდერები ამ დღეებში შეხვედრებს მართავენ. ბლინკენი უკვე შეხვდა ბრიტანეთის პრემიერს, ბორის ჯონსონსა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის. ბოლო შეხვედრის შემდეგ მან აღნიშნა, რომ რუსეთის ქმედებას უკრაინაში აქტიურად აკვირდებიან.