რუსეთში COVID 19-ის გავრცელება პიკს აღწევს

გამოქვეყნდა:

რუსეთში Covid 19-ით ახლადდაინფიცირებული ადამიანების რაოდენობა მზარდია. ზედიზედ ხუთი დღეა, ქვეყანაში, ყოველდღიურად, Covid 19-ის 10 000-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება.

ბოლო 24 საათში, რუსეთში, Covid 19-ის 11 231 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

შვიდი მაისის მდგომარეობით სულ, ქვეყანაში, 187 859 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 1 723 გარდაიცვალა, 26 608 გამოჯანმრთელდა, დანარჩენი 159 528 კი მიმდინარე შემთხვევაა, საიდანაც დაახლოებით 2300 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

მსოფლიოში, Covid 19-ის მიმდინარე შემთხვევების რაოდენობით, რუსეთი, აშშ-სა და ბრიტანეთის შემდეგ, მესამე ადგილზეა.

შეგახსენებთ, რომ Covid 19-ით რუსეთის მთავრობის სამი წარმომადგენელია დაინფიცირებული პრემიერ-მინისტრი მიხეილ მიშუსტინი, კულტურის მინისტრი ოლღა ლიუბიმოვა და  მშენებლობის მინისტრი, ანდრეი ბელოსუვი.  კორონავირუსი მშენებლობის მინისტრის მოადგილესაც დაუდგინდა.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი