რუსეთმა სომხეთში კიდევ 2 სამხედრო საგუშაგო განათავსა

გამოქვეყნდა:

რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზამ სიუნიკის რეგიონში დამატებით ორი საგუშაგო განათავსა. ე.წ. მშვიდობისმყოფელების დისლოკაციის ადგილი ქვეყნის სამხრეთით მდებარე პროვინცია სიუნიკი იქნება. ეს რეგიონი აზერბაიჯანსა და მის შემადგენელ ნაწილს, ნახიჩევანს შორის მდებარეობს.

სიუნიკს, აზერბაიჯანში ზანგეზურს უწოდებენ. რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ალიევმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ სიუნიკის კორიდორი აუცილებლად უნდა გაკეთდეს და თუ სომხეთი ამაში მონაწილეობის მიღებაზე უარს იტყვის, ბაქო ამ პრობლემას ძალის გამოყენებით გადაჭრის.

რუსეთი კი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ანტაგონიზმს ისევ სათავისოდ იყენებს და რეგიონში თავის სამხედრო ძალას ზრდის.

რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში, კერძოდ კი მთიან ყარაბაღში, 2000 ე.წ. მშვიდობისმყოფელი გასული წლის ნოემბერში განათავსა, მას შემდეგ, რაც სომხეთთან შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად ბაქომ 90-იან წლებში დაკარგული ტერიტორიების დიდი ნაწილი დაიბრუნა.

სიტუაცია სომხეთისთვის, განსაკუთრებით კი ნიკოლ ფაშინიანისთვის, სახარბიელო არ არის.

ავტორი: რამაზ ხატიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი