
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი უკრაინაშია. ის კიევში გუშინ, 5 მაისს გვიან ღამით ჩაფრინდა და როგორც Twitter-ზე დაწერა, მისი ვიზიტის მიზანი უკრაინასა და აშშ-ს შორის პარტნიორული ურთიერთობების განმტკიცების სურვილია.
როგორც მან აღნიშნა, უკრაინაში ვიზიტი მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იქნება იმისთვის, რომ პარტნიორებთან რუსული აგრესია განიხილონ.
"ბორბლები კიევში ეშვება, როცა ჩვენ ამერიკა-უკრაინის პარტნიორობის გაძლიერებას ვცდილობთ. ეს მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იქნება იმისთვის, რომ განვიხილოთ რუსული აგრესია და ხაზი გავუსვათ რეფორმების შენარჩუნების აუცილებლობას"- წერს ენტონი ბლინკენი.