ინდოეთში არსებული "ორმაგი მუტანტის ვარიანტი", რომელიც მარტში აღმოაჩინეს, შესაძლოა ქვეყანანაში მეორე ტალღის განვითარებასთან იყოს კავშირში.
BBC-ის ინფორმაციით, "ორმაგი მუტანტის ნიმუშები" რამდენიმე შტატშია აღმოჩენილი. მათივე განმარტებით, "ორმაგი მუტანტი, ერთი და იმავე ვირუსში ორი მუტაციის გაერთიანებაა.
ამას გარდა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ინდოეთში კორონავირუსის 412 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსით 3,980 ადამიანი გარდაიცვალა. ინდოეთის მთავრობის სამეცნიერო მრჩეველმა თქვა, რომ მესამე ტალღა გარდაუვალია.
"ვირუსის გავრცელების მაღალი დონის გათვალისწინებით მესამე ფაზა გარდაუვალია. უცნობია, როდის დადგება ეს მესამე ფაზა. ჩვენ უნდა მოვემზადოთ ახალი ტალღისთვის",- თქვა მან.
ინდოეთში კორონავირუსი შემთხვევებმა 20 მილიონს გადააჭარბა. ქვეყანაში ვირუსის გავრცელებამ ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვა გამოიწვია.