თუკი რუსეთი აგრესიულად იმოქმედებს, ჩვენ შესაბამისად ვიმოქმედებთ - ბლინკენი

გამოქვეყნდა:

თუ რუსეთის ქმედებები აგრესიული იქნება, ამერიკა შესაბამისად უპასუხებს - ამის შესახებ განცხადება ამერიკის სახელმწიფო მდივანმა BBC-სთან ინტერვიუში ისაუბრა. ენტონი ბლინკენმა კრემლის აგრესიულ ქმედებად ამერიკის არჩევნებში ჩარევა, ამერიკულ კომპანიებზე კიბერშეტევა და ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის დაპატიმრება შეაფასა.

"პრეზიდენტმა ბაიდენმა მკაფიოდ თქვა და არაერთხელ გაიმეორა, რომ თუკი რუსეთი აგრესიულად და დაუფიქრებლად იმოქმედებს, ჩვენ შესაბამისად ვიმოქმედებთ. ჩვენ რუსეთთან უფრო სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობა გვსურს",- თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივანი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფება. კიევში ამერიკის პირველი დიპლომატი პრეზიდნეტ ზელენსკის, მთავრობის წევრებს და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება. ვიზიტის მთავარი თემა უკრაინის რეფორმები და რუსული აგრესიის წინააღმდეგ შეერთებული შტატების მხარდაჭერაა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი