
დიდ ბრიტანეთში ახალ კორონავირუსს ექვსი თვის ჩვილი ემსხვერპლა. ინფორმაციას Independent ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ჩვილის გარდა, ქვეყანაში დღეს ვირუსის შედეგად 331 ადამიანი დაიღუპა. ყველაზე ასაკოვანი მოქალაქე კი ვინც კორონავირუსს ემსხვერპლა, 103 წლის იყო.
დღევანდელი მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში ვირუსით 30,615 ადამიანია გარდაცვლილი. ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა დადასტურებულმა რაოდენობამ კი 175,756-ს მიაღწია.