ზურაბიშვილისთვისაც უცნაური იყო ასეთი ჩანაწერის გაჩენა ამნისტიის კანონში - ვაშაძე

გამოქვეყნდა:

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პრეზიდენტთან შეხვედრა უკვე დაასრულა. როგორც ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, "ქართული ოცნების" მიერ დაინიცირებულ 20 ივნისის კანონპროექტში ჩანაწერი თავად ზურაბიშვილისთვისაც უცნაური იყო და ამ საკითხში ოპოზიციასა და პრეზიდენტს თანხმობა აქვთ.

"მესამე საკითხი, რაზეც ასევე ვისაუბრეთ ეს არის ამნისტიაში ჩანაწერი. ღიად გეტყვით, ვფიქრობ, რომ აქ თანხვედრა გვაქვს პრეზიდენტთან და ამაზე ერთობლივად ვიმუშავეთ, რომ არ დავამძიმოთ ისედაც მძიმე გარემო. პოზიცია არ დაუფიქსირებია არც ერთ საკითხთან დაკავშირებით ქალბატონ ზურაბიშვილს, რაც შემიძლია ვთქვა არის, რომ მისთვისაც უცნაური იყო ასეთი ჩანაწერის გაჩენა თვითონ ამნისტიის კანონში. ყველამ ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავარეგულიროთ ეს პროცესი და მივიღოთ ის ამნისტიის კანონი, რომლითაც ნიკა მელიას გავათავისუფლებთ",- თქვა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისის ამნისტიასთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" კანონპროექტის პირველივე მუხლში მითითებულია, რომ ის შეეხება ყველას, გარდა იმისა, ვინც შეწყალებაზე უარს ამბობს. ეს "ნაციონალური მოძრაობისთვის" პირდაპირი გზავნილია, რომ "ოცნება" ნიკა მელიას ციხეში დატოვებს, ხოლო "ჯალათებს" გაათავისუფლებს.

ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი