ბლინკენის ვიზიტის ფონზე, რუსებმა დონბასში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვიეს - არის მსხვერპლი

გამოქვეყნდა:

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი უკრაინაში ვიზიტს განაგრძობს. პრეზიდენტ ზელენსკისთან და სამოქალაქო სექტორთან შეხვედრის შემდეგ, ენტონი ბლინკენმა მოლაპარაკება საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართა, სადაც ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები და რუსული აგრესიის წინააღმდეგ ამერიკის მხარდაჭერა განიხილეს.  

ბლინკენის ვიზიტის პარალელურად კიევს ბენილუქსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებიც ეწვივნენ.

ევროპელი დიპლომატები დონბასის რეგიონში ჩავიდნენ, ადგილზე გაეცნენ ვითარებას და უკრაინას სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დღეს, რუსმა სეპარატისტებმა დონბასში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება კიდევ ერთხელ დაარღვიეს. უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბის ინფორმაციით, ერთი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაიჭრა. ინციდენტის შესახებ უკრაინულმა მხარემ ეუთოს აცნობა.

ვითარება თბილისის ქუჩებში | არა რუსულ კანონს!
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი