ნიდერლანდელმა მეცნიერებმა ფუტკრების დატრენინგებმა შეძლეს, რომლებსაც ყნოსვით COVID-19-ის დადგენა შეუძლია. კვლევა ვაგენინგის უნივერსიტეტის ბიო-ვეტერინარულ კვლევით ლაბორატორიაში არსებულ 150-ზე მეტ ფუტკარზე ჩატარდა.

ფუტკრებს COVID-19-ით ინფიცირებული წაულას სუნის შეგრძნების შემდეგ ჯილდოს სახით წყლისა და შაქრის ხსნარს აძლევდნენ, ხოლო როდესაც არაინფიცირებულ ინდივიდთან ჰქონდათ კონტაქტი, ისინი ჯილდოს ვერ იღებდნენ. ამ პროცესს პავლოვის პირობითი რეფლექსი ეწოდება.

საბოლოოდ კი, ფუტკრებმა ინფიცირებული ინდივიდის ამოცნობა წამებში შეძლეს - ისინი შაქრიანი წყლის მისაღებად ენას გამოყოფდნენ.

კორონავირუსის მიერ გამოწვეული მეტაბოლური ცვლილებების შემდეგ, ადამიანის სხეულის სითხეებს ოდნავ განსხვავებული სუნი აქვს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ფუტკრები COVID-19-ის ამომცნობი პირველი ცხოველები არ არიან. მკვლევრებმა ამ საქმისთვის ძაღლებიც გაწვრთნეს. გერმანიაში ჩატარებული კვლევის თანახმად კი, ამ ძაღლებს კოვიდის დაფიქსირება 94% შემთხვევაში ზუსტად შეეძლოთ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი