მთავრობამ ვაქცინაციაზე ინფორმირებულობის გასაზრდელად ახალი საიტი შექმნა

გამოქვეყნდა:

მთავრობამ ვაქცინაციის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით ახალი საიტი - https://Provax.ge შექმნა. ვებგვერდზე ყველა დაინტერესებულ პრის შეუძლია მიიღოს პასუხი მისთვის საინტერესო კითხვებზე.

"ვებგვერდზე გაეცნობით პასუხებს კითხვებზე, თუ რატომ უნდა ჩავიტაროთ COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, როგორ უნდა დავრწმუნდეთ ვაქცინის უსაფრთხოებაში, რა შემთხვევაში არ შეიძლება ვაქცინაციის ჩატარება, როგორია კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინების ეფექტიანობა, უნდა აიცრან თუ არა ბავშვები და ორსულები, საჭიროა თუ არა სპეციალური მომზადება ვაქცინაციის პროცესისთვის", - წერს მთავრობა.

 

ვებგვერდზე ასევე გაეცნობით:

  • შემეცნებით ვიდეორგოლებს;
  • ვაქცინაციის პროცესის სტატისტიკას;
  • საქართველოში COVID-19 ვაქცინის დანერგვის ეროვნულ გეგმას.
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი