უცხო ცივილიზაციების ძიება 60 მილიონი ვარსკვლავის გარშემო - შედეგები

გამოქვეყნდა:

არსებობენ უცხოპლანეტელები? სტატისტიკის მიხედვით, ამ კითხვას დადებითი პასუხი აქვს. ჩვენს გალაქტიკა „ირმის ნახტომში“ მინიმუმ 100 მილიარდი ვარსკვლავია, უმეტესობის გარშემო კი პლანეტები მოძრაობს. მართალია, რიცხვები და მათემატიკა ჩვენკენაა, მაგრამ სხვა სიცოცხლის შესახებ მტკიცებულებები ჯერ კიდევ არ ჩანს.

პროექტმა The Breakthrough Listen არამიწიერი ცივილიზაციების მასობრივი ძიების პირველი შედეგები გამოაქვეყნა. დაკვირვებები გალაქტიკის ცენტრალურ რეგიონში მდებარე 60 მილიონ ვარსკვლავზე მიმდინარეობდა. ეს რეგიონი იმიტომ შეირჩა, რომ აქ ვარსკვლავები უფრო მჭიდროდაა განლაგებული. ცის პატარა, მაგრამ საკმაოდ გადატვირთული რეგიონის დაკვირვება ასტრონომებს მრავალი პლანეტის შესწავლის საშუალებას აძლევს.

მკვლევართა გუნდმა უცხო ცივილიზაციების ვერანაირი სიგნალი ვერ იპოვა. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ასტრონომები მხოლოდ განზრახ გამოსხივებულ სიგნალებს ეძებდნენ: ოპტიკურ ან მიკროტალღურ სიგნალებს, ლაზერის გამოსხივებებს და მეგასტრუქტურებსაც კი. არაგანზრახ გამოსხივებული სიგნალების დაფიქსირება და მათი შესწავლა კი საკმაოდ რთული საქმეა.

ჩვენთვის უცნობი სიცოცხლის კვალი შესაძლოა დედამიწასთან უფრო ახლოსაც აღმოვაჩინოთ: იუპიტერისა და სატურნის მთვარეების ღრმა ოკეანეებში, ასევე მარსზეც.

მსგავსი:

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი