როდის და რა პროცედურების შემდეგ დატოვებს ციხეს ნიკა მელია - ადვოკატების განმარტება

გამოქვეყნდა:

როდის და რა პროცედურების გავლის შემდეგ დატოვებს ნიკა მელია საპატიმროს. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დაკავებული თავმჯდომარის ადვოკატების ინფორმაციით, ახლა ჯერი ხელისუფლებაზეა - პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების გაუქმების/შეცვლის შუამდგომლობით სასამართლოს უნდა მიმართოს და ის სწორედ ამის შემდეგ გათავისუფლდება.

არც ნიკა მელია, არც ჩვენ, მისი ადვოკატები აღნიშნულ პროცედურაში, ხელისუფლებას, ევროკავშირსა და პროკურატურას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში არ ვყოფილვართ ჩართული. შესაბამისად, ჩვენთვის აბსოლუტურად უცნობია დეტალები და რაც შეეხება პროცედურებს, პროცედურა არის, როგორც აქამდე არაერთხელ აღგვინიშნავს, ხელისუფლების ხელში. პროკურატურამ უნდა მიმართოს სასამართლოს, მოითხოვოს ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების გაუქმება ან შეცვლა და ნიკა მელია ტოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას და ეს არის პროცედურა სამართლებრივი. თუმცაღა, როდის გააკეთებს ამას ხელისუფლება, ეს უკვე მათზეა დამოკიდებული, - ამბობს გიორგი კონდახიშვილი. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი