
"მადლობა ჩვენს ევროპელ მეგობრებს უპრეცენდენტო ნაბიჯისთვის. გირაო გადახდილია, ველოდებით მელიას უმოკლეს ვადაში გათავისუფლებას. რაც მთავარია შარლ მიშელის ევროპული თანხმობის დოკუმენტის კიდევ ერთი შედეგი გვაქვს და ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ წინ. იმედი მაქვს ყველანი
დავკონცენტრირდებით ყველა პუნქტის რეალიზებისთვის".
- ამბობს შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი, პარლამენტში შესული "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა ნიკა მელიას გირაოს თანხა ჩარიცხა.