საქართველოში გარდაცვლილი 26 წლის ყაზახი გოგონას საქმეში ახალი დეტალები ხდება ცნობილი. კერძოდ, "მთავარმა არხმა" მოიპოვა ასელია აიტპაევას ბოლო მიმოწერა მეგობართან, სადაც ის ამბობს, რომ ბრალდებულმა ბესიკ თოდუამ მას სცემა.
"- ეს ყველაფერი არ არის.. მან მე დამარტყა...
- ასელია, გამოდი კონტაქტზე", - ვკითხულობთ ფოტოზე.
ცნობისთვის, 26 წლის ასელია აიტპაევამ 5 მაისს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შსს-მ 6 მაისს დააკავა ბრალდებული, 57 წლის ბესიკ თოდუა, რომელმაც გამოძიების ინფორმაციით, ის გააუპატიურა. პროკურატურამ კი დაკავებულს ბრალი 7 მაისს წარუდგინა. ბრალდებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონიძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.
ირკვევა, რომ ასელია აიტპაევაზე ორჯერ იძალადეს. საქმეში მისი ნათესავიც ფიგურირებდა, რომელმაც 26 წლის ქალი საქართველოში სამუშაოდ ჩამოიყვანა.