ნიკა მელიას პატიმრობის ყოველი წუთი უკანონოა - ოპოზიცია პროცესის გაჭიანურებაზე საუბრობს

გამოქვეყნდა:

ყოველი წუთი, რომელსაც ნიკა მელია საპატიმროში ატარებს უკანონობაა - ასე ეხმაურებიან ოპოზიციის წარმომადგენლები ნიკა მელიას საქმეზე პროკურატურის შუამდგომლობას და ამბობენ, რომ სასამართლო პროცესის გაჭიანურებას ცდილობს 

"კვლავ პროცესის გაჭიანურების მცდელობა არის სასამართლოს მხრიდან. პროკურატურა უკვე შევიდა შუამდგომლობით, რომ გაიმართოს სასამართლო სხდომა, თუმცა ჯერჯერობით სასამართლოდან არანაირი რეაგირება არ არის",-თქვა ზაალ უდუმაშვილმა.

"ბუნებრივია, იქნება გაცილებით უკეთესი ვითარება კონსულტაციების თვალსაზრისით. მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ბუნებრივია ჩაერთვება კონსულტაციებში, იმისთვის რომ ოპოზიციამ უკეთ დაგეგმოს შემდეგი ნაბიჯები, კოორდინაციაც და რა ტაქტიკა უნდა ავირჩიოთ იმისთვის, რომ ადგილობრივ არჩევნებზე მაქსიმალურ წარმატებას მივაღწიოთ",-თქვა გიგი წრეთელმა.

 პროკურატურამ სასამართლოს ნიკა მელიასათვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით დღეს მიმართა, ევროკავშირის მხრიდან, გირაოს ჩარიცხვიდან 24 საათის შემდეგ.

სასამართლო სავარაუდოდ ხვალ ჩაინიშნება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი