ქართულ ოცნებას ურჩევნია დროულად შეწყვიტოს ეს კომედია და გაათავისუფლოს მელია - გეგელია

გამოქვეყნდა:

პარტია "ლელოს" წევრი, გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ ევროკავშირის მხრიდან გადახდილი გირაოთი დასტურდება ნიკა მელიას პოლიტიკური პატიმრობა. გეგელია მმართველ გუნდს მოუწოდებს, დროულად მოაგვაროს ის ტექნიკური საკითხები, რაც მელიას გასათავისუფლებლად არის საჭირო.

"ევროპული კავშირის, საქართველოს უმთავრესი პარტნიორის ნება სრულიად ცხადია, ნიკა მელია არის პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების მსხვერპლი, ნიკა მელია უნდა გათავისუფლდეს და არც მეტი არც ნაკლები ევროპული კავშირი დგება ამ პროცესში თავდებად.

ამაზე მნიშვნელოვანი გზავნილი და ჟესტი ევროპული კავშირის მხრიდან წამოუდგენელია. შესაბამისად, ქართულ ოცნებას ახლა ურჩევნია შეწყვიტოს ეს კომედია, რაც შეიძლება დროულად განახორციელოს ტექნიკური ნაბიჯი, რაც ნიკა მელიას გათავისუფლებას უძღვის წინ და რაც შეიძლება დროულად დატოვოს ნიკა მელიამ უკანონო პატიმრობა. ნიკა მელია დღეს სჭირდება იმ მნიშვნელოვან და საერთო ბრძოლას, რომელიც ჩვენ წინ გვაქვს,-თქვა გრიგოლ გეგელიამ.

 პროკურატურამ სასამართლოს ნიკა მელიასათვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით დღეს მიმართა, ევროკავშირის მხრიდან, გირაოს ჩარიცხვიდან 24 საათის შემდეგ.

სასამართლო სავარაუდოდ ხვალ ჩაინიშნება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი