დღეს არ გვაქვს შესაძლებლობა, რომ კომენდანტის გადავადებაზე ვიფიქროთ - გაბუნია

გამოქვეყნდა:

"ახლა პიკში ვართ და ამდენად ალბათ, არც ეპიდემიოლოგიურად არ არის გამართლებული ის, რომ ჩვენ რომელიმე შეზღუდვის შემსუბუქებაზე, მათ შორის კომენდანტის საათის გადავადებაზე ვისაუბროთ. ყოველ შემთხვევაში, დღეს ჩვენ არ გვაქვს იმის შესაძლებლობა ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, რომ კომენდანტის საათის გადავადებაზე ვიფიქროთ. გვესმის ეს სირთულეები, არის ამაზე მსჯელობა, როგორც კი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ამის საშუალებას მოგვცემს, ვფიქრობ მაისის ბოლოსკენ, მაისის მეორე ნახევარში პიკი უნდა შემსუბუქდეს, იმედი მაქვს ეს მომენტი დადგება, შემდეგ უკვე გადავხედავთ გადაწყვეტილებას". 

თქვა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ კომენდატის საათზე, რომელიც უკვე 6 თვეზე მეტია მოქმედებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი